Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იტალიური პრესის მიმოხილვა

22 ივნისი, 2022

Gazzetta dello Sport:

ლუკაკუ დაბრუნდა
ინტერ, მე შენ მომენატრე
ჩელსი 8 მილიონს და ბონუსებს მიიღებს
რომელუ ნერაძურისთვის ხელფასს გაინახევრებს
ინძაგიმ კონტრაქტი გაახანგრძლივა, დიბალას ტრანსფერზე კი ჯერჯერობით გარკვეული ეჭვებია

მილანი
ტრაორე, გეგმა ბ
სანჩესის ტრანსფერის ჩაშლის შემთხვევაში, როსონერი სასუოლოს ტალანტის გაფორმებას ეცდება

დე ლაურენტისის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო
გამოძიება ოსიმჰენის სატრანსფერო თანხებით ინტერესდება

ფიორენტინა-იტალიანო
შეთანხმება მიღწეულია, იტალიელი გუნდში 2024 წლის ზაფხულამდე

ჰეთ-თრიკი იუვესთვის, მაქსიმალური ხარისხი
კოსტიჩი, დი მარია და პოგბა

Corriere dello Sport:

„ინტერ, შენ ლუკაკუ არ გჭირდება“
ბრანჩინი:“ ნერაძურიმ ფსონი ლაუტაროზე უნდა გააკეთოს“
„კალჩო ძველ დიდებას მხოლოდ იმ შემთხვევაში დაიბრუნებს, თუ აქცენტს ახალგაზრდებზე გააკეთებს, როგორებიც აბრაჰამი, ლაუტარო, კიეზა, ლეაუ და ვლაჰოვიჩი არიან“
ინძაგი ახანგრძლივებს და იღიმის
რომელუ გზაშია
კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულამდე, 5.5 მილიონი სეზონში

ძანიოლო-რომა
კიდევ ერთი შეხვედრა ახალი კონტრაქტისთვის

სალერნიტანას იდეა:
მილიკი და კავანი

ლაციო
კარნესეკი არწივებს უახლოვდება

ოსიმჰენი, პოლიციამ გამოძება დაიწყო
ნაპოლის სარეკორდო ტრანსფერი დე ლაურენტისთვის პრობლემა გახდა
რეიდები ლილისა და ნაპოლის ოფისებში
პრეზიდენტი, მისი მეუღლე, ორი შვილი და გენერალური დირექტორი თაღლითობაში არიან ეჭვმიტანილები

Tuttosport:

პოგბა მალე მოვა
პოლის დაბრუნება ახლოვდება, დი მარიას ტრანსფერზე კი ოპტიმიზმი იზრდება
ჩელსი რაბიოს უხმობს, პირლოს კი თურქეთში რემსი სურს
იქამდე კი მირეტი ახალი გამოცდებისთვის ემზადება

ლუკაკუ დიბალას საფრთხეში ადებს
ბელგიელის გამო, ლა ხოიას ინტერში მისვლა შესაძლოა ჩაიშალოს
ინძაგიმ კი კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულამდე გაახანგრძლივა

მანდრაგორა, ანტი-ვიოლას გეგმა
ტორო: ხვალ გადამწყვეტი შეხვედრაა
ფიორენტინას იუვენტუსთან შეთანხმება აქვს, მაგრამ თავად ფეხბურთელს იურიჩთან სურს