Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იტალიური პრესის მიმოხილვა

13  იანვარი, 2023

Gazzetta dello Sport:

კაპიტანი გუნდს შორდება, შეთანხმება ვერ ხერხდება
შკრინიარი, სილა ინტერს

მილანში დაძაბულობა მატულობს
პიოლი გუნდის ვარსკვლავებისგან მეტს ითხოვს
კოპადან გამოვარდნის შემდეგ, როსონერი ორმაგი დატვირთვით ვარჯიშობს

იტალიის ოქრო
დიდებული ჯახი საუკეთესოებს შორის
ალეგრი-სპალეტი
ძოლა:“ კვარა და დი მარია 10 ნომრები არიან“

კაირო:“ ჩემი ტორო ამას იმსახურებს, იურიჩი დიდებული მწვრთნელია“
გრანატას პრეზიდენტი კოპაზე წარმატებას ზეიმობს

მოუს დიბალა სჭირდება
არგენტინელის გოლის წყალობით, რომამ კოპაზე იმარჯვა

Corriere dello Sport:

სპალეტისა და ალეგრის გონების თამაშები
ნაპოლი-იუვე, სასწორზე ყველაფერია
ლუჩიანო მოედანზე საუკეთესო XI გაიყვანს, მაქსი 3-5-1 სქემას გეგმავს და დი მარია-მილიკის დუეტს ენდობა

რომა
დიბალა გამოდის და მატჩის ბედს წყვეტს
ჯენოა დამარცხებულია, ჯალოროსი კოპას მომდევნო ეტაპზეა

Tuttosport:

მილიკი: პიპიტას სურვილები
ის ნეაპოლში 5 თვე გუნდიდან მოკვეთეს, რის გამოც შურისძიება უნდა
არეკი მოშიებულია, მაგალითი კი იგუაინია, რომელმაც ყოფილ გუნდს იუვეს მაისურით 6 გოლი გაუტანა

ადოპო-ბაიეიე
ახალი კონტრაქტი ტორინოს გმირს
მილანის კარში გატანილი გოლის ავტორს, რომელსაც კონტრაქტი სეზონის ბოლოს ეწურება, გუნდი ახალ ხელშეკრულებას უმზადებს