Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იტალიური ფეხბურთის ფედერაცია ფეხბურთელების აცრას გეგმავს

იტალიური მედიის ინფორმაციით, იტალიის ფეხბურთის ფედერაცია მომდევნო სეზონიდან სტადიონზე მაყურებლების მინიმუმ 50 პროცენტის დაბრუნებას აპირებს, თუმცა ამისთვის როგორც ქომაგების, ასევე ფეხბურთელების უსაფრთხოება მაქსიმალურად უნდა იყოს დაცული და სერია ა-სა და სერია ბ-ში რეგისტრირებული თითოეული ფეხბურთელის აცრას გეგმავს.

ამ მომენტისთვის გუნდები, რომელთა ფეხბურთელებიც სრულად არიან ვაქცინირებულები ბოლონია, ემპოლი, ფიორენტინა და მილანი გახლავთ.

Corriere dello Sport-ის ცნობით, ფედერაცია Pfizer-ის და Moderna-ს წარმომადგენლებთან მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებს და იმედოვნებს, რომ 22 აგვისტოსთვის ფეხბურთელების აცრა უკვე დაწყებული იქნება.