Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იტალიური ფეხბურთს უძველესი გუნდი იყიდება…

იტალიური მედიის ინფორმაციით, იტალიური ფეხბურთის ყველაზე ძველი გუნდი ჯენოა უახლოეს პერიოდში გაიყიდება და გენუელებს ახალი მფლობელი ეყოლებათ.

გუნდის პრეზიდენტი ენრიკო პრეზიოსი ჯენოას გაყიდვას სექტემბერში გეგმავს და დიდი ალბათობით ის გუნდის სანაცვლოდ 150 მილიონ ევროს მიიღებს.

Tuttosport-ის ცნობით, ჯენოას ყიდვით ამერიკული ფინანსური კომპანია 777 Partners-ი ინტერესდება, რომელიც სევილიას თანამფლობელიც გახლავთ.

მილანის, რომას, ვენეციას, სპეციას და ფიორენტინას შემდეგ, ჯენოას სახით სერია ა-ში შესაძლოა კიდევ ერთი ამერიკული კომპანიის მფლობელობაში მყოფი გუნდი ვიხილოთ.