Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იტალიურ მედიაში მილანი-ნაპოლის მთავარ არბიტრს აკრიტიკებენ

გუშინ სერია ა-ს მე-18 ტურის ცენტრალური მატჩი სან სიროზე, მილანსა და ნაპოლის შორის გაიმართა და როგორც იტალიას შეეფერება, ზედმეტი დრამის გარეშე არც ამ შეხვედრას ჩაუვლია.

დაძაბულ ბრძოლაში საბოლოოდ 3 ქულა ნაპოლის დარჩა, თუმცა ყველაზე ბევრი საუბარი შეხვედრის მთავარი არბიტრის დავიდე მასას გადაწყვეტილებამ გამოიწვია, რომელმაც ფრანკ კესის გოლი საკმაოდ საეჭვო მიზეზით გააუქმა.

მასას გადაწყვეტილებით, კესის გოლის დროს თამაშგარე მდგომარეობაში ოლივიე ჟირუ დაფიქსირდა, რომელიც მინდორზე იყო გაწოლილი და ის ეპიზოდში არანაირ როლს არ ასრულებდა. Corriere dello Sport-ის, Tuttosport-ის, Gazzetta dello Sport-ის და სხვა გავლენიანი გამოცემების აზრით, მასამ აღნიშნული ეპიზოდი არასწორად შეაფასა და ‘მატჩის საბოლოო შედეზე აშკარა გავლენა იქონია.’