Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

იუვემ აუარის ტრანსფერის გეგმა შეიმუშავა

ჰუსემ აუარი გასული სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი სახელი იყო, თუმცა ისე მოხდა, რომ ფეხბურთელი ლიონში დარჩა.

მისი სახელი არაერთ ევროპულ გრანდს დაუკავშირეს, მათ შორის იუვენტუსს და იმის მიუხედავად, რომ გუნდებმა ფეხბურთელის ღირებულებაზე შეთანხმებას ვერ მიაღწიეს, Tuttosport-ის ინფორმაციით იუვენტუსი ახალგაზრდა ფეხბურთელის გაფორმების იმედს არ კარგავს და აპირებს, რომ მის ტრანსფერში მატია დე შილიო ჩართონ.

იტალიელი უკანახაზელი ლიონში სეზონის დასაწყისში იჯარის წესით გადავიდა და თუ ფრანგები აუარის ტრანსფერში დე შილიოს ჩართვაზე თანხმობას განაცხადებენ, ეს ტურინელებს საქმეს ბევრად გაუადვილებს. გავრცელებული ინფორმაციით, თავად ფეხბურთელს იუვენტუსში გადასვლა სურს, ამიტომ მისი კონტრაქტზე დაყოლიება პრობლემა არ უნდა იყოს…