Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იუვემ დიბალასთან ახალ კონტრაქტზე მუშაობა განაახლა

იუვენტუსმა დიბალას წარმომადგენლებს ტურინში უხმო და ბებერი ქალბატონი მზად არის, არგენტინელი ფეხბურთელის ახალ კონტრაქტზე მოლაპარაკებები განაახლოს.

ლა ჯოიამ მიმდინარე სეზონში საკმაოდ ბევრი კრიტიკა დაიმსახურა, თუმცა იუვეს გასული სეზონის სერია ა-ს MVP-ს შენარჩუნება.

La Stampa-ს ინფორმაციით, იუვენტუსის მესვეურებსა და დიბალას აგენტს, ხორხე ანტუნს შორის შეხვედრა დეკემბერში ჩაინიშნა. ბებერ ქალბატონს ლა ჯოიასთან ახალი ხელშეკრულების გაფორმება სეზონის ბოლომდე სურს, რომ მისი უფასოდ დაკარგვის ყველა ვარიანტი გამორიცხოს.

27 წლის არგენტინელი იუვენტუსში 2015 წელს, პალერმოდან გადავიდა. მან იუვეს მაისური 236 მატჩში მოირგო, 96 გოლი გაიტანა და 38 საგოლე გადაცემა გააკეთა.