Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იუვემ იჰატარენის ტრანსფერი შეათანხმა

იუვენტუსის ინტერესის შესახებ პსვ-ს ახალგაზრდა ტალანტის მოჰამედ იჰატარენის მიმართ უკვე ფაბრიციო რომანომაც დაადასტურა და მისი თქმით, ფეხბურთელის ტრანსფერი უკვე ფაქტობრივად მოგვარებულია.

წყაროს ინფორმაციით, 19 წლის ფეხბურთელი იტალიას მის აგენტთან, მინო რაიოლასთან ერთად ეწვევა, სამედიცინო შემოწმებას გაივლის და იუვენტუსს შეუერთდება, მაგრამ არა დიდი ხნით.

ნიდერლანდელი ფეხბურთელი, რომლსი გაფორმებაც იუვენტუსს დაახლოებით 5-6 მილიონი დაუჯდება, იჯარის წესით ერთი წლით სამპდორიას შეუერთდება და სეზონის ბოლოს ტურინში დაბრუნდება.