Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იუვემ კიეზას სანაცვლოდ მიღებული 100-მილიონიანი წინადადება დაბლოკა

რამდენიმე იტალიური გამოცემის მტიცებით, ბაიერნის და ჩელსის შემდეგ იუვენტუსს ფედერიკო კიეზას ტრანსფერზე ლივერპულმაც მიმართა და ინგლისელები იტალიელი ტალანტის სანაცვლოდ 100 მილიონ ევროს იხდიდნენ, თუმცა ბიანკონერიმ ისინიც უარით გაისტუმრა.

იტალიელი ვინგერი იუვენტუსს ერთი წლის წინ შეუერთდა, რის სანაცვლოდაც იუვემ 10 მილიონი გადაიხადა და ბიანკონერის მისი გამოსყიდვის ვალდებულება 2022 წლამდე 40 მილიონად აქვს.

სადებიუტო სეზონში ფედერიკომ ჩატარებულ 43 მატჩში 14 გოლი გაიტანა და 10 საგოლე გადაცემა გააკეთა, თავისი შესანიშნავი თამაში კი აძურის რიგებშიც გააგრძელა და არაერთი გრანდის ყურადღება დაიმსახურა, მაგრამ Gazzetta dello Sport-ის ცნობით, იუვე ფეხბურთელის გაყიდვას არც ერთი თანხის სანაცვლოდ არ აპირებს და ის ბიანკონერის პროექტის ერთ-ერთ მთავარ წევრად მოიაზრება.