Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იუვემ კიეზას ტრანსფერზე კიდევ ერთი სერიოზული წინადადება მიიღო…

რამდენიმე საათის წინ იტალიურ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბაიერნი ფედერიკო კიეზას სანაცვლოდ იუვენტუსს 80 მილიონს სთავაზობდა, თუმცა ბიანკონერიმ გერმანელები უარით გაისტუმრა.

BILD-ის მტკიცებით ბაიერნის შემდეგ იუვენტუსს კიეზას ტრანსფერთან დაკავშირებით ამჯერად ლონდონის ჩელსიმ მიმართა და ინგლისელები მზად იყვნენ იტალიელი ფეხბურთელის სანაცვლოდ 100 მილიონი ევრო გადაეხადათ, მაგრამ ბიანკონერი პოზიციას არ იცვლის და ფედერიკოს გაყიდვას არანაირი თანხის სანაცვლოდ არ აპირებს…