Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იუვემ კიელინის მომავალზე გადაწყვეტილება მიიღო

იუვენტუსის და იტალიის ნაკრების კაპიტანს ჯორჯო კიელინის ბიანკონერისთან ხელშეკრულება 30 ივნისს ეწურება და ჯერჯერობით ტურინელებს მის მომავალზე კომენტარი არ გაუკეთებიათ.

ჯორჯოს გასული სეზონის მსვლელობისას ტრავმების გამო საკმაოდ ბევრი მატჩი გაუცდა და იტალიურ მედიაში იწერებოდა, რომ ვეტერანი მცველი კარიერის დასრულებას გეგმავდა, რაც შემდგომში ფეხბურთელმა კატეგორიულად უარყო.

იუვენტუსში მაქს ალეგრის დაბრუნების შემდეგ, კიელინის გუნდში დარჩენის შანსი გაიზარდა და TuttoJuve-ს ინფორმაციით, ჯორჯო ზებრებთან კონტრაქტს მინიმუმ ერთი სეზონით გაახანგრძლივებს.

წყაროს ცნობით, სპორტული მახასიათებლების გარდა, იუვენტუსს ჯიჯი ბუფონის შემდეგ გასახდელში კიდევ ერთი ლიდერის დაკარგვა არ სურთ, ამიტომ ალეგრის მოთხოვნით კიელინი მომდევნო სეზონშიც იუვეს კაპიტანი იქნება.