Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იუვემ კიელინის ფორმების გაყიდვა დაიწყო, რონალდუ კი პრეზენტაციაზე არ გახლდათ…

ჯორჯო კიელინის კონტრაქტი იუვენტუსთან 30 ივნისს ამოეწურა, თუმცა იუვენტუსმა მისი ფორმების გაყიდვა დაიწყო და სავარაუდოდ ეს იმის მანიშნებელია, რომ ვეტერანი უკანახაზელი მომდევნო სეზონსაც იუვენტუსის რიგებში გაატარებს.

უფრო საინტერესო გახლავთ ის, რომ დღეს იუვენტუსმა მომდევნო სეზონის გასვლითი მაისური ოფიციალურად წარადგინა, პრეზენტაციაზე კი გუნდის უმთავრესი ვარსკვლავი კრიშტიანუ რონალდუ არ გახლდათ, პოზირება კი მატიას დე ლიხტს, დანილოს, ალექს სანდროს, პაულო დიბალას და უესტონ მაკკენის მოუწიათ.

რონალდუს მიმდინარე კონტრაქტი იუვესთან 2022 წლის ზაფხულში ეწურება და მისი შესალო წასვლის შესახებ ხმები არ წყდება, ამიტომ ასეთ მცირე დეტალებსაც კი დიდ ყურადღებას აქცევენ…