Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იუვემ ლოკატელის ტრანსფერში შესაძლოა როველა ჩართოს

იუვენტუსსა და სასუოლოს შორის მანუელ ლოკატელის ტრანსფერე მოლაპარაკებები გრძელდება. ბიანკონერი ნეროვერდის მოთხოვნილი 40 მილიონის შესამცირებლად ტრანსფერში სხვადასხვა ფეხბურთელების ჩართვას ცდილობს და ყველაზე ხშირად მედიაში რადუ დრაგუშინის სახელი იწერებოდა.

Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, იუვენტუსმა სასუოლოში შესაძლოა არა დრაგუშინი, არამედ ნიკოლო როველა გაუშვას. იუვენტუსმა როველა მიმდინარე წლის იანვარში ჯენოადან 18 მილიონის სანაცვლოდ გაიფორმა და ის გენუელებში იჯარის წესით დატოვა.

19 წლის ფეხბურთელის ტრანსფერით სასუოლო გასული სეზონის სტარტზე ინტერესდებოდა და შესაძლოა მათ დრაგუშინს როველა ამჯობინონ.