Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იუვემ მანდრაგორა გამოისყიდა

იუვენტუსმა მანდრაგორას კონტრაქტში არსებული პუნქტი აამოქმედა და ფეხბურთელი, რომელიც იუვეს საკუთრება ერთხელ უკვე იყო, 10.7 მილიონ ევროდ გამოიყიდა, თუმცა ფეხბურთელი მომავალ სეზონს უდინეზეში იჯარის წესით გაატარებს.

23 წლის ფეხბურთელმა იუვესთან კონტრაქტი 2025 წლის ივნისამდე გააფორმა და მის საფასურს ტურინელები 2 წლის განმავლობაში დაფარავენ.