Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

იუვემ პირლოს შემცვლელი უკვე შეარჩია ?

ანდრეა პირლოს იუვენტუსში მისვლას ბევრი ძალიან სკეპტიკურად შეხვდა, ბევრიც კი მანს მომდევნო ზიდანს და პეპ გუარდიოლას უწოდებდა. ჯერჯერობით რაიმე დასკვნის გამოტანა ძალიან ადრეა, თუმცა იმის თქმა თამამად შეიძლება, რომ მაესტროს სამწვრთნელო კარიერის სტარტი იდეალური არ გამოუვიდა.

Calciomercato-ს ინფორმაციით, იუვენტუსი ანდრეა პირლოს სეზონის ბოლომდე გაშვებას არ უპირებს, თუმცა თუ მაესტრო სასურველ შედეგებს ვერ მიაღწევს და გუნდი სტაბილურად მაღალ დონეზე თამაშს ვერ მოახერხებს, ბიანკონერი მას აუცილებლად გაუშვებს და წყაროს მტკიცებით, მას მადრიდის რეალის მთავარი მწვრთნელი, ზინედინ ზიდანი შეცვლის, რომელსაც მადრიდის რეალში არც თუ ისე კარგი პერიოდი უდგას და სამეფო კლუბში დარჩენა არც მას აქვს გარანტირებული.