Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იუვემ რაბიო-რემსის გაშვება გადაწყვიტა და მათი შემცვლელები უკვე შეარჩია

Repubblica-ს ინფორმაციით, იუვენტუსმა ადრიენ რაბიოს და აარონ რემსის გაყიდვა უკვე გადაწყვიტა და მათი შემცვლელები უკვე შეარჩია.

ორივე ფეხბურთელი იუვენტუსს 2019 წელს, თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდნენ, თუმცა ვერც ერთმა მათგანმა მოლოდინების გამართლება ვერ მოახერხა და ბიანკონერიმ მათი გაყიდვის გადაწყვეტილება საბოლოოდ მიიღო.

წყაროს ინფორმაციით, მათ სანაცვლოდ იუვენტუსი მილანიდან ჰაკან ჩალჰანოღლუს დამატებას გეგმავს, რომელიც სეზონის ბოლოს თავისუფალი აგენტი ხდება და სასუოლოდან კი მანუელ ლოკატელის გაფორმება სურს, რომლის ტრანსფერზე მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია.

წყაროს ცნობით, იუვენტუსი მზად არის სასუოლოს 40 მილიონი ევრო გადაუხადოს, ჩალჰანოღლუს მოთხოვნილი 6 მილიონის გადახდა კი ბიანკონერისთვის რაბიო-რემსის გუნდიდან წასვლის შემდეგ პრობლემა არ იქნება.