Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იუვემ რუგანი ლაციოს შესთავაზა

ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის ნიკოლო შირას ინფორამციით, იუვენტუსმა ლაციოს დანიელე რუგანი შესთავაზა და მაურიციო სარი, რომელიც ფეხბურთელს ჯერ კიდევ ემპოლიში მუშაობის დროიდან იცნობს, ტრანსფერის წინააღმდეგი არ არის.

26 წლის ფეხბურთელმა გასული სეზონი იჯარის წესით ჯერ რენის, შემდეგ კი კალიარის რიგებში გაატარა და ტურინში დაბრუნდა, თუმცა ის ბიანკონერის გეგმებში არც ამჯერად შედის და ტურინელებს მისი გასხვისება სურთ.

წყაროს ცნობით, ლაციო მზად არის იტალიელი ცენტრალური მცველი, რომელსაც იუვესთან კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულში ეწურება, ის იჯარის წესით აიყვანოს, შემდგომში გამოსყიდვის პერსპექტივით.