Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იუვემ ტრავმის გამო ბენტანკურიც დაკარგა ?

გუშინ ურუგვაი – არგენტინას მატჩის მსვლელობისას ტრავმების გამო მოედნის დატოვება იუვენტუსის 2 ფეხბურთელს, პაულო დიბალას და როდრიგო ბენტანკურს მოუწიათ.

დიბალას შესახებ უკვე მოგახსენეთ, მან მოედანი კუნთის დისკომფორტის გამო, პირველი ტაიმის დასრულების შემდეგ დატოვა, როდრიგო ბენტანკურს კი გასვლა 76-ე წუთზე მოუწია.

TuttoJuve-ს ცნობით, 24 წლის ფეხბურთელმა მუხლის ტკივილი იგრძნო, რის გამოც ის სავარაუდოდ ტურინში დროზე ადრე დაბრუნდება, სამედიცინო შემოწმებას გაივლის და გაირკვევა, მოახერხებს თუ არა სერია ა-ს მომდევნო ტურში ლაციოს წინააღმდეგ თამაშს.