Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

იუვემ უდინეზეს დე პაულის ტრანსფერზე პირველი წინადადებით მიმართა

იუვენტუსი შემადგენლობის გაძლიერებაზე ზრუნვას განაგრძობს და მათი ერთ-ერთი მთავარი სამიზნე უდინეზეს გამთამაშებელი, როდრიგო დე პაულია.

ბოლო დღეებში 26 წლის არგენტინელის ტრანსფერზე ლიდსი და ლესტერი მუშაობდნენ და არაერთმა ავტორიტეტულმა გამოცემამ ისიც კი დაწერა, რომ ლიდსი ფეხბურთელის სანაცვლოდ 35 მილიონ ევროს იხდიდა.

თუმცა, Calciomercato-ს ინფორმციით, დე პაულის ტრანსფერზე იუვენტუსიც გააქტიურდა და უდინეზეს მის სანაცვლოდ 20 წლის ცენტრალური ნახევარმცველი, ჰანს ნიკოლუსი და 21 წლის მარცხენა მცველი, ლუკა პელეგრინი შესთავაზა, რომელიც 25 მილიონად არის შეფასებული.

როდრიგო დე პაულმა სერია ა-ში დარჩენის სურვილი არაერთხელ დააფიქსირა და თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ იუვენტუსის ერთ-ერთი ლიდერი, პაულო დიბალა დე პაულის კარგი მეგობარია, არგენტინელი ფეხბურთელი იუვენტუსთან უფრო ახლოს არის, ვიდრე ინგლისურ გუნდებთან.

Leave a Reply

Your email address will not be published.