Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იუვენტუსის ანტი-რეკოდრი და ნაპოლის რეკორდი…

სერია ა-ს მე-18 ტურის ცენტრალური მატჩი მარადონაზე მასპინძლების სრული დომინაციით წარიმართა და იუვენტუსმა ნაპოლისთან გამანადგურებელი ანგარიშით, 5-1 წააგო, კვარამ კი დიდებული მატჩი ჩაატარა და გოლთან ერთად აქტივში 2 საგოლე გადაცემა მიითვალა.

იუვენტუსმა სერია ა-ში 5 გოლი 1993 წლის 30 მაისის შემდეგ პირველად გაუშვა. მაშინ ტურინული გრანდი პესკარასთან დამარცხდა, გაშვებული გოლებიდან 2 კი ბიანკონერის მთავარმა მწვრტნელმა მაქს ალეგრიმ გაიტანა.

ნაპოლის რაც შეეხება, პარატენოპეიმ იუვენტუსის კარში 5 გოლი ისტორიაში მეორედ გაიტანა. აქამდე ნაპოლიმ ამის გაკეთება 1988 წლის 20 ნოემბერს მოახერხა.