Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იუვენტუსის აქციებმა საგრძნობლად მოიმატა

სუპერ ლიგის გაოფიციალურების შემდეგ, ევროპის 12 გრანდს უდიდესი კრიტიკა დაატყდათ თავს, თუმცა როგორც ჩანს, მათი გათვლა სწორი გამოდგა.

ოფიციალური განცხადების გაკეთების შემდეგ, ტურინის იუვენტუსის აქციების ღირებულება 8.9 პროცენტით გაიზარდა და პანდემიის შემდეგ უმაღლეს წერტილს მიუახლოვდა.