Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

იუვენტუსის ახალი ტრიო კროტონეს წინააღმდეგ ?

იტალიური მედიის ინფორმაციით, ფედერიკო კიეზას დებიუტი იუვენტუსის შემადგენლობაში ხვალ შედგება და ის მოედანზე პაულო დიბალას ნაცვლად გამოვა.

კიეზამ იუვენტუსთან ერთად პირველი ვარჯიში გუშინ ჩაატარა და შესაძლოა ხვალ სასტარტო შემადგენლობაში ვიხილოთ, რადგან კრიშტიანუ რონალდუს კორონა ვირუსი აქვს, პაულო დიბალას კი ტრავმის გამო ნაკრებში ბოლო 2 მატჩი გაუცდა და ნაკლებად სავარაუდოა, რომ პირლომ ის ძირითად შემადგენლობაში დააყენოს.

ანდრეა პირლო პრესკონფერენციას არ გამართავს, რადგან იუვენტუსის სრული შემადგენლობა იზოლაციაში იმყოფება, ამიტომ სასტარტო შემადგენლობას უშუალოდ მოედანზე ვნახავთ.