Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

იუვენტუსის ახალი შენაძენი ავარიაში მოყვა…

ბარსელონას ყოფილი და უკვე იუვენტუსის ნახევარმცველი, არტურ მელო ავარიაში მოყვა. ის ღამის 4 საათზე ნასვამ მდგომარეობაში თავის ფერარის მარკის ავტომობილს მართავდა, რა დროსაც შუქნიშნის ბოძს შეეჯახა.

ესპანური მედიის ინფორმაციით, ფეხბურთელი ავტომობილს დაშვებულზე ორჯერ სწრაფად მართავდა, რა დროსაც საჭეზე კონტროლი დაკარგა და შუქნიშნის ბოძს შეეჯახა.

საბედნიეროდ, ბრაზილიელ ფეხბურთელს სერიოზული დაზიანებები არ მიუღია, თუმცა არ არის გამორიცხული, რომ დისციპლინასთან დაკავშირებული შენიშვნა მან ტურინელთა უფროსობის მხრიდან გუნდში გადასვლამდე მიიღოს…

Leave a Reply

Your email address will not be published.