Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იუვენტუსის ახალი წინადადება დიბალას

იტალიური წყაროების ცნობით, იუვენტუსმა პაულო დიბალას ახალი კონტრაქტის შეცვლილი პირობები შესთავაზა.

ლა ჯოიას იუვენტუსთან მიმდინარე ხელშეკრულება სეზონის ბოლოს ეწურება და მხარეები რამდენიმე კვირის წინ ახალ კონტრაქტზე უკვე შეთანხმდნენ, რომლის მიხედვითაც არგენტინელი ფორვარდი ტურინში 2025 წლის ზაფხულამდე უნდა დარჩენილიყო, მისი წლიური გასამრჯელო კი 10 მილიონამდე გაიზრდებოდა.

Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, ხშირი ტრავმიანობის გამო, რის გამოც დიბალა ბოლო 2 სეზონში საკმაოდ ბევრი თამაში გამოტოვა, ტურინელებმა აღნიშნული შეთანხმების გადახედვა გადაწყვიტეს და ახლა არა 10, არამედ წლიურ 7.5 მილიონს სთავაზობენ, იმდენს, რამდენსაც 28 წლის ფეხბურთელი ახლა იღებს…