Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იუვენტუსის ახალწვეულს გუნდთან კონტრაქტის გაწყვეტა სურს

იტალიური მედიის ინფორმაციით, იუვენტუსის ახალგაზრდა ფეხბურთელს მოჰამედ იჰატარენს, რომელიც ბიანკონერის სეზონის სტარტზე შეუერთდა და იჯარის წესით სამპდორიაში გადაბარგდა, თავისი აგენტის მინო რაიოლას შეცვლა აქვს გადაწყვეტილი და ტურინულ გრანდთან კონტრაქტის გაწყვეტა სურს.

19 წლის ტალანტის სანაცვლოდ იუვენტუსმა პსვ-ს 1.9 მილიონი გადაუხადა და მაშინვე სამპდორიაში გაუშვა, თუმცა იჰატარენმა რამდენიმე კვირის წინ ყოველგვარი ახსნის გარეშე იტალია დატოვა, სამშობლოში დაბრუნდა და წყაროების ინფორამციით, ის ნიდერლანდებში პირად მწვრთნელთან ერთად მუშაობას განაგრძობს.

Voetbal International-ის ინფორმაციით, იჰატარენმა ახალი აგენტი უკვე იპოვნა და მის ინტერესებს ალი დურსუნი დაიცავს, რომელიც ამავდროულად ფრენკი დე იონგისა და დონი ვან დე ბეეკის აგენტიც გახლავთ.