Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

იუვენტუსის გეგმა ნახევარდაცვის გასაძლიერებლად

„იუვენტუსმა რონალდუ იყიდა,თუმცა ნახევარდაცვამ არ იცის,თუ როგორ მიაწოდოს მას ბურთი.“ სწორედ ეს სიტყვები თქვა პირლომ ერთ-ერთ ინტერვიუში რამდენიმე კვირის წინ და მისი გუნდში მისვლის შემდეგ პირველ რიგში ნახევარდაცვის გაძლიერებას გეგმავს.

მატუიდი ტურინულ გუნდს ძალიან მალე დატოვებს და მას დიდი ალბათობით სამი ხედირა და აარონ რემსი მიყვებიან,პარალელურად კი ბიანკონერი მათი შემცვლელების ტრანსფერზე მუშაობს.

გავრცელებული ინფორმაციით,პირლოს ისეთი ფეხბურთელები სურს,რომლებსაც ნახევარდაცვაში რამდენიმე როლის შეთავსება შეუძლიათ და მისი აზრით, ასეთები სანდრო ტონალი და მანუელ ლოკატელია.

იუვენტუსს მომავალი სეზონისთვის დეიან კულულევსკი და არტურ მელო შეუერთდებიან, თუმცა პირლოს აზრით ეს საკმარისი არ იქნება და ჩამოთვლილი დუოდან მაესტრო მინიმუმ ერთ-ერთი მათგანის გაფორმებას ითხოვს.პირლოსთვის ტონალი პრიორიტეტული არჩევანია, თუმცა მისი გაფორმება ინტერს და მილანსაც სურთ და ლოკატელის ტრანსფერი გუნდს გაცილებით იაფი დაუჯდება.

Leave a Reply

Your email address will not be published.