Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

იუვენტუსის და იტალიის ლეგენდა გარდაიცვალა

RAI Sport-მა ცოტა ხნის წინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ იუვენტუსის და იტალიის ლეგენდა, 1982 წლის მსოფლიო ჩემპიონი და Ballon d’Or-ის მფლობელი, პაოლო როსი 64 წლის ასაკში გარდაიცვალა.

კარიერის განმავლობაში როსის იუვენტუსის, კომოს, ვინჩენცას, პერუჯას, მილანის და ვერონას რიგებში ჰქონდა ნათამაშები. ის დიდი ფეხბურთიდან 1987 წელს წავიდა.

პაოლო როსიმ 1982 წელს სკუადრა აძურას ტრიუმფში მსოფლიო ჩემპიონატზე უდიდესი როლი ითამაშა. მან 6 გოლის გატანა მოახერხა, მათ შორის იყო ბრაზილიასთან შესრულებული ჰეთ-თრიკი, რომლის წყალობით იტალიამ 3 – 2 იმარჯვა, ფინალში კი იტალიის გატანილი 3 გოლიდან ერთ-ერთი როსის ანგარიშზე იყო.

როსიმ კარიერის განმავლობაში თასების თასის, უეფას სუპერთასის, ევროპის თასის და იუვეს შემაგენლობაში 2 სკუდეტოს მოგება მოახერხა.