Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იუვენტუსის და მილანის ინტერესები სატრანსფერო ფანჯარაზე კიდევ ერთხელ გადაიკვეთა…

იუვენტუსი და ინტერი შემადგენლობის გაძლიერებაზე მუშაობას განაგრძობენ და მათ სატრანსფერო სიაში არაერთი გამორჩეული ტალანტი მოექცა.

Calciomercato-ს ინფორმაციით, ერთ-ერთი მათგანი ბენფიკას 22 წლის ცენტრ-ფორვარდი დარვინ ნუნესი გახლავთ.

ახალგაზრდა ურუგვაელმა ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 13 მატჩში 8 გოლი გაიტანა, 2 საგოლე გადაცემა გააკეთა და არაერთ გრანდის ყურადღება მიიქცია.

წყაროს ცნობით, ურუგვაელი ფეხბურთელის გაფორმება დაინტერესებულ მხარეს დაახლოებით 20-25 მილიონი ევრო დაუჯდება.