Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იუვენტუსის და მილანის სამიზნის ფასი კიდევ უფრო გაიზარდა…

ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ჯანლუკა სკამაკას სახელი იუვენტუსს და მილანს არაერთხელ დაუკავშირეს, თუმცა სასუოლოს მოთხოვნილი თანხის გადახდა არც ერთმა მათგანმა არ ისურვა.

მილანი და იუვენტუსი 22 წლის იტალიელი ფორვარდის გაფორმებას ზაფხულშიც განიხილავენ, თუმცა Calciomercato-ს ცნობით, სკამაკას ფასი კიდევ უფრო გაიზარდა და თუ ზამთარში ნეროვერდი მის სანაცვლოდ 25 მილიონს ითხოვდა, ახლა მსურველებს 40 მილიონი ევროს გადახდა მოუწევთ…