Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

იუვენტუსის და მილანის სამიზნე მანჩესტერს უახლოვდება

ნიკოლა მილენკოვიჩი სერია ა-ში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ახალგაზრდა ცენტრალური მცველია და მის ტრანსფერზე იუვენტუსი და მილანი უკვე დიდი ხანია მუშაობენ, თუმცა ფიორენტინა ფეხბურთელს 45 მილიონ ევროდ აფასებდა, რისი გადახდაც არც ერთმა მათგანმა არ ისურვა.

ფეხბურთელის კონტრაქტი იებთან 2022 წლის ზაფხულშ იწურება და როგორც უკვე მოგახსენეთ, მან ფიორენტინას ახალ ხელშეკრულებაზე უარი უკვე უთხრა და ზაფხულშ გუნდს დატოვებს.

Calciomercato-ს ინფორმაციით, ფიორენტინამ 22 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ მოთხოვნილი თანხა 35 მილიონ ევრომდე შეამცირა და მანჩესტერ იუნაიტედი მზად არის, იების მოთხოვნა დააკმაყოფილოს და ფეხბურთელი ზაფხულშ გაიფორმოს…