Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იუვენტუსის და რომას შემდეგ, ზაქარიას სახელი ინტერსაც დაუკავშირეს

იტალიური მედიის ინფორამციით, იუვენტუსის და რომას შემდეგ გლადბახის ნახევარმცველის დენის ზაქარიას გაფორმების სურვილი ინტერმაც გამოთქვა.

შვეიცარიელი ფეხბურთელის მიმდინარე კონტრაქტი გუნდთან 2022 წლის ზაფხულში იწურება და მისი გაფორმება ნებისმიერ მსურველს სრულიად უფასოდ შეეძლება, რაც 24 წლის ფეხბურთელს გუნდის გაძლიერების სასურველ კანდიდატად აქცევს.

რომას და იუვენტუსს უკვე საკმაოდ დიდი ხანია, რაც ფეხბურთელს უკავშირებენ, თუმცა Calciomercato-ს ცნობით, მათ სიას ინტერის შეუერთდა.

ამასობაში კი ფეხბურთელის მომავალზე გლადბახის დირექტორმა ისაუბრა და მისი იანვარში გაყიდვა არ გამორიცხა:

„შეიძლება თუ არა ზაქარიას გუნდიდან წასვლა ზამთარში ? კორონა ვირუსის პანდემიის პერიოდში გამორიცხული არ არის. ჩვენ მასთან კონტრაქტის გახანგრძლივება გვსურს, თუმცა მისთვის არა მხოლოდ ეკონომიკური, არამედ სპორტული ამბიციებიც მნიშვნელოვანია, ამიტომ წინასწარ რაიმეს თქმა რთული იქნება…“