Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იუვენტუსის დელეგაცია პარიზში ჩაფრინდა

რამდენიმე იტალიური წყაროს ინფორმაციით, იუვენტუსის წარმომადგენლები რამდენიმე წუთის წინ პარიზში ჩაფრინდნენ.

კრიშტიანუ რონალდუს წასვლის შემდეგ, ბიანკონერის პსჟ-ს ფორვარდის მაურო იკარდის სახელს აქტიურად უკავშირებენ და დიდი ალბათობით იუვეს წარმომადგენლები სწორედ მის ტრანსფერზე მუშაობენ, პარალელურად კი ტურინელებს პარიზელების 27 წლის არგენტინელი ნახევარმცველის ლეანდრო პარედესის გაფორმება სურთ.

პსჟ-ს დაწესებული დროის ლიმიტი, რომელიც მათ რეალს მბაპეს გასაფორმებლად მისცეს, ამოიწურა და სავარაუდოდ ის სეზონის ბოლომდე პარიზში დარჩება, ამიტომ მაურო იკარდის გზა იუვენტუსისკენ ხსნილია.

პარედესს რაც შეეხება, ის პსჟ-ს ძირითადის წევრად არ მოიაზრება და ფეხბურთელის გუნდიდან წასვლაზე უკვე დიდი ხანია იწერება. ალეგრის სწორედ მისი მახასიათებლების ნახევარმცველი სჭირდება და ტურინელები, რომლებიც პიანიჩის ტრანსფერს სკეპტიკურად უყურებენ, ლეანდროს გაფორმება სურთ.