Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იუვენტუსის ზარალი მიმდინარე წლის ბოლოს გაორმაგდება…

Calcio e Finanza-ს ინფორმაციით, იუვენტუსი 2020/21 ფინანსურ წელს 190.7 მილიონიანი ზარალით დაასრულებს, რაც წინა სეზონთან შედარებით 2-ჯერ მეტია.

ეს მაჩვენებელი დიდწილად პანდემიის გამო დახურული სტადიონის დამსახურება გახლავთ.

იუვენტუსმა 2019/20 ფინანსური წელი 89.7 მილიონი ევროს ზარალით დახურა. ეს იუვენტუსისთვის ზედიზედ მე-4 წელი იქნება, როდესაც გუნდი ფინანსურ წელს ზარალით დაასრულებს.

იუვენტუსი არის ერთადერთი გუნდი იტალიაში, რომელიც საკუთარ სტადიონს ფლობს, შესავამისად ის ბილეთების გაყიდვით მეტ თანხას გამოიმუშავებს და სტადიონზე ქომაგების არყოფნა მათ ფინანსებზე უფრო მძიმედ აისახება.