Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იუვენტუსის, ინტერის და მილანის სამიზნემ საკუთარ მომავალზე ისაუბრა

რივერ პლეიტის ახალგაზრდა ფორვარდმა ხულიან ალვარესმა, რომელმაც სეზონი 25 გოლით და 15 საგოლე გადაცემით დაასრულა და რომელსაც იტალიურ გრანდებს უკვე დიდი ხანია უკავშირებენ, საკუთარ მომავალთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.

„ჯერ არ ვიცი, რა მოხდება იანვარში. ახლა მე დასვენებას ვაპირებ, შემდეგ კი ვნახოთ, დავიწყებ თუ არა სეზონისთვის მოსამზადებელ პერიოდს რივერ პლეიტთან ერთად, თუ სადმე სხვაგან აღმოვჩნდები.

„მე გადაწყვეტილებას იმის მიხედვით მივიღებ, რაც ჩემი კარიერისთვის საუკეთესო იქნება.“

ალვარესის მიმდინარე კონტრაქტი რივერთან 2022 წლის დეკემბერში იწურება. მისი გამოსყიდვა ნებისმიერ გუნდს 25 მილიონის სანაცვლოდ შეუძლია.