Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იუვენტუსის კაპიტანი კარიერას ასრულებს ?

ჯორჯო კიელინი იუვენტუსის შემადგენლობაში ერთ-ერთი ყველაზე ასაკოვანი ფეხბურთელია. ის ბოლო წლებში ტურინელების ერთ-ერთი ლიდერი გახლდათ და იუვენტუსმა ძალიან ბევრ წარმატებასაც მიაღწია, თუმცა შესაძლოა მიმდინარე სეზონი მისთვის ბოლო აღმოჩნდეს.

კიელინიმ ბოლო ორი სეზონის განმავლობაში ტრავმების გამო 64 მატჩი გამოტოვა, რაც იმის აშკარა მანიშნებელია, რომ მისი სხეული ასეთ დატვირთვებეს ვეღარ უძლებს.

Calciomercato-ს ინფორმაციით, ჯორჯო კიელინი სეზონის ბოლოს კარიერის დასრულებას სერიოზულად განიხილავს და საბოლოო გადაწყვეტილებას რამდენიმე თვეში გავიგებთ.