Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იუვენტუსის კიდევ ერთი წინადადება ტოტენჰემს

Calciomercato-ს ინფორმაციით, იუვენტუსს ტოტენჰემის ტანგუ ნდომბელეს გადმობირება სურს და მზად არის, მის სანაცვლოდ ინგლისელებს ფედერიკო ბერნარდესკი შესთავაზოს.

ნდომბელე ტოტენჰემს გასულ ზაფხულს ლიონიდან, ლონდონელებისთვის სარეკორდო 60 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა, თუმცა ტრავმების და სხვა მიზეზების გამო თავისი საუკეთესო ფორმის ჩვენება ვერ მოახერხა და საერთო ჯამში 21 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, სადაც 2 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა.

ტურინელებმა მის ტრანსფერზე ტოტენჰემს ერთხელ უკვე მიმართეს და სანაცვლოდ აარონ რემსი შესთავაზეს, რაზეც ბიანკონერიმ უარი მიიღო და ახლა იმედი აქვთ, რომ ინგლისელები ბერნარდესკის ტრანსფერში ჩართვაზე თანხმობას განაცხადებენ. ბერნარდესკის და რემსის გარდა, იუვე მზად არის, ნდომბელეს ტრანსფერში დუგლას კოშტაც ჩართოს, რომელიც ანდრეა პირლოს გეგმებში არ შედის და ბრაზილიელი ახალი გუნდის ძიებაშია…

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *