Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იუვენტუსის კოლოსალური წინადადება დონარუმას

სანამ მთელი იტალიური ფეხბურთის სამყარო იუვენტუსსა და მილანს შორის ჩანიშნული მატჩისთვის ემზადება, ბიანკონერი ჯიჯო დონარუმას გაფორმების მცდელობებს აგრძელებს.

Il Giornale-ს ინფორამციით, რთული ეკონომიკური სიტუაციის მიუხედავად იუვენტუსი იტალიელი კიპერის გაფორმებისთვის ფინანსების დაზოგვას არ აპირებს და როგორც დონარუმას, ასევე მის აგენტს ისეთი პირობები შესთავაზა, რომელზეც უარის თქმა რთული იქნება.

წყაროს ცნობით, იუვენტუსი 20 მილიონს ფეხბურთელის აგენტს მინო რაიოლას გადაუხდის, 3 მილიონს ალფონსოს, დონარუმას მამას ჩაურიცხავს, თავად ჯიჯოს კი სეზონში 10 მილიონ ევროს გადაუხდის.

მომდევნო ტურში ჩანიშნული მატჩი ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის გამართულ ბრძოლაში ბევრ კითხვას გასცემს პასუხს და დონარუმას არჩევანზე დიდ გადაწყვეტილებას იქონიებს…