Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იუვენტუსის ლეგენდა მორინი 77 წლის ასაკში გარდაიცვალა

გუშინ სამწუხაროდ იუვენტუსის ლეგენდარული ფეხბურთელი ფრანჩესკო მორინი გარდაიცვალა.

1944 წელს დაბადებულმა იტალიელმა უკანახაზემა კარიერა 1963 წელს სამპდორიას რიგებში დაიწყო, 1969 წელს კი ტურინში გადაბარგდა.

მორინიმ იუვენტუსის რიგებში 11 წელი  გაატარა და კანადაში ტორონტო ბლიზარდის რიგებში გადავიდა, მალევე კი მან კარიერა დაასრულა.

ფრანჩესკო ტურინში 1981-94 წლებში სპორტული დირექტორის ამპლუაში დაბრუნდა და საკმაოდ წარმატებული პერიოდიც გაატარა.

მორინიმ იუვენტუსში 372 მატჩში მიიღო მონაწილეობა, პროცესში კი 5 სკუდეტო, 1 კოპა იტალია და უეფას თასი მოიპოვა.