Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იუვენტუსის ლეგენდები რონალდუს აკრიტიკებენ

იუვენტუსის ლეგენდარულმა ფეხბურთელებმა სერჯო ბრიომ და ალესიო ტაკინარდიმ კრიშტიანუ რონალდუს შესახებ ისაუბრეს და მას საქციელი დაუწუნეს.

რონალდუმ, რომელიც გუნდს არწმუნებდა, რომ ტურინში დარჩენა სურდა, წასვლის სურვილი სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე 4 დღით ადრე დააფიქსირა და მანჩესტერში დაბრუნდა. იუვენტუსს მისი შემცვლელის მოსაძებნად ბევრი დრო არ მიეცა და ევერტონიდან კინი გაიფორმეს.

„იუვენტუსი მეტ პატივისცემას იმსახურებს, მე რონალდუსგან ასეთ დამოკიდებულებას არ ველოდებოდი. ეს მისგან ლამაზი ნამდვილად არ იყო.

„მე იმ გუნდებზე, რომლებშიც მითამაშია, ყოველთვის დადებითად ვსაუბრობდი, რადგან ისინი მენდნენ და ჩემი გაფორმება გადაწყვიტეს. კრიშტიანუ დიდებული ფეხბურთელია, მაგრამ ის გუნდს სხვაგვარად უნდა დამშვიდობებოდა.

„შესაძლოა საბოლოოდ ყველაფერი ცუდად დასრულდა, მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს როგორც ფეხბურთელისთვის, ასევე გუნდისთვის, სასარგებლო იყო, რადგან ძალით დატოვებული ფეხბურთელი სარგებელს ვერ მოიტანს.“ – განაცხადა ბრიომ.

„რონალდუს გუნდი სხვაგვარად უნდა დაეტოვებინა და არა კერძო თვითმფრინავზე, როდესაც მაქს ალეგრი გუნდს ემპოლისთან მატჩზე ესაუბრებოდა.

„მე ვფიქრობდი, რომ ის პრეს-კონფერენციას გაამართავდა და ქომაგებს ნორმალურად დაემშვიდობებოდა, რადგან მათ ეს დაიმსახურეს.

„ფეხბურთში ისეთი ლეგენდები, როგორებიც დელ პიერო, ტოტი, მალდინი ან ძანეტი იყვნენ, აღარ არიან.

„მან იუვენტუსი ძალიან რთულ სიტუაციაში ჩააგდო. გუნდის დატოვება სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე 4 დღით ადრე როდესაც იცი, რომ შენს შესაცვლელად გუნდს დრო ფაქტობრივად აღარ აქვს, ძალიან ცუდი საქციელია.“ – განაცხადა დაკინარდიმ.