Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იუვენტუსის, მილანის და ნაპოლის სამიზნის აგენტი იტალიაშია…

იტალიურ მედიაში ბოლო პერიოდში ახალგაზრდა ბრაზილიელი ფორვარდის კაიო ჟორჟეს სახელმა არაერთხელ გაიჟღერა და ის იუვენტუსს, მილანს და ნაპოლის დაუკავშირეს.

Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, 19 წლის შემტევის აგენტი იტალიაში ჩაფრინდა და ის იუვენტუსის, მილანის და ნაპოლის წარმომადგენლებთან შეხვედრებს გამართავს.

წყაროს ინფორამციით, ამ ეტაპზე ფავორიტად ნაპოლი მოიაზრება, რომელმაც ბრაზილიურ სანტოსს ფეხბურთელის სანაცვლოდ 8 მილიონი ევრო უკვე შესთავაზა, დანარჩენ ორს კი ოფიციალური წინადადება ჯერ არ გაუკეთებიათ.