Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იუვენტუსის, მილანის, ინტერის და ნაპოლის ფასები მნიშვნელოვნად შემცირდა

ყოველწლიურმა გამოცემა Brand Finance-მ მიმდინარე სეზონის სტატისტიკა გამოაქვეყნა, რომელშიც გუნდების საერთო ღირებულებაა შეფასებული და ევროპის ყველა გრანდებთან ერთად, კარგ დღეში არც იტალიური გუნდები არიან.

რეიტინგში ყველაზე მაღალი საფეხური ტურინის იუვენტუსს უკავია, რომელმაც გასულ წელთან შედარებით 16-პროცენტიანი ვარდნა განიცადა და ახლა გუნდის ღირებულება 565 მილიონ ევროდ არის შეფასებული. ბიანკონერი რეიტინგში მე-11 პოზიციაზეა.

სკუდეტოს მოპოვების მიუხედავად, ფასის კლებას ვერც ნერაძური ასცდა. ინტერი 2020 წელს 466 მილიონად იყო შეფასებული, ახლა კი ის 381 მილიონი ღირს, რაც 18 პროცენტით ნაკლებია და საერთო რეიტინგის მე-14 პოზიციას იკავებს.

ნაპოლის ღირებულება 26 პროცენტით დაეცა და საერთო ჯამში 139 მილიონი გახლავთ, მილანის კი 29 პროცენტით შემცირდა და როსონერიმ საერთო რეიტინგში 7 ადგილი დაკარგა.

ყველაზე ძვირადღირებული გუნდების ათეული კი ასე გამოიყურება: