Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იუვენტუსის მფლობელს გუნდიდან ანიელის გაშვება სურს ?

იტალიელი ჟურნალისტის პაოლო ბარგიჯას ინფორმაციით, იუვენტუსის მფლობელი კომპანია Exor-ის პრეზიდენტს ჯონ ელკანს იუვენტუსიდან გუნდის პრეზიდენტის ანდრეა ანიელის გაშვება სურს.

ბოლო პერიოდში იუვენტუსს სპორტული თვალსაზრისით არც თუ ისე კარგი სიტუაცია აქვს, რასაც მოედანს მიღმა მიმდინარე პროცესები ემატება. სუპერ ლიგის სკანდალის და ლუის სუარესის პასპორტის თაობაზე მიმდინარე გამოძიების შემდეგ, იუვენტუსის წინააღმდეგ ამჯერად ფინანსური გამოძიება დაიწყო და იმის მიუხედავად, რომ ჯერჯერობით დამტკიცებული არაფერი არ არის, ეს გუნდის იმიჯსა და ფინანსურ სიტუაციაზე ცუდად მოქმედებს, რადგან ტურინული გრანდის აქციების ფასი საფონდო ბირჟაზე გამოძიების დაწყების შემდეგ საგრძნობლად იკლებს.

„კაპიტალის ზრდასთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიება საკმაოდ ხმაურიანია. პროკურატურა 42 ტრანსფერს სწავლობს, რომლის საერთო ჯამი 320 მილიონია და პროკურატურა მიიჩნევს, რომ აქედან 280 მილიონი კაპიტალის გაზრდის მიზნით გაბერილი ფასებია.

„ანდრეა ანიელი იუვენტუსში პოზიციებს კარგავს და ეს სუპერ ლიგის შემდეგ დაიწყო, ეს გამოძიება კი კიდევ ერთი პრობლემაა, რომელიც იუვენტუსს ბირჟაზე სერიოზულ პრობლემებს უქმნის.

„ჯონ ელკანი ბოლო წლების განმავლობაში თავისი ბიძაშვილის შეცდომებზე თვალებს ხუჭავდა, მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს ანიელის იუვენტუსში ყოფნის დასასრულია. გასული მატჩის დროს, რომელსაც ის დაესწრო, ელკანი არა ანიელის, არამედ ნედვედის გვერდით იჯდა, რაც მათ სორის არსებულ სიტუაციაზე ნათლად მეტყველებს.

„დღეს ჯონ ელკანს თავის ადვოკატებთაბ შეხვედრა აქვს და ვფიქრობ, რომ ანიელის პრეზიდენტობის პერიოდი იუვენტუსში დასასრულს უახლოვდება, რადგან იუვენტუსის პრობლემებს გამოძიებებთან დაკავშირებით ისიც ემატება, რომ გუნდი ანტი-ფეხბურთს თამაშობს, რაც ალეგრის ფილოსოფიის ბრალია, რომელიც აშკარად არ მუშაობს.“