Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იუვენტუსის პირველი წინადადება აგუეროს

სერხიო აგუერო სეზონის ბოლოს თავისუფალ იაგენტი ხდება და მისი გაფორმება არაერთ ევროპულ გრანდს სურს, მათ შორის იუვენტუსს.

El Chiringuito-ს ჟურნალისტის ხოსე ალვარესის მტკიცებით, იუვენტუსმა აგუეროს 2-წლიანი კონტრაქტი უკვე შესთავაზა, თუმცა არგენტინელი ფეხბურთელი გადაწყვეტილების მიღებას არ ჩქარობს და ბარსელონას წინადადებას ელოდება.

გამოცემა SPORT-ის მტკიცებით კი, იუვენტუსმა სეზონში 10 მილიონი ევრო შესთავაზა, ბარსელონა კი ფინანსური კრიზისის გამო 7 მილიონზე მეტის შეთავაზებას ვერ ახერხებს.