Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იუვენტუსის პირველი წინადადება სასუოლოს

იტალიური მედიის ცნობით, იუვენტუსმა სასუოლოს იტალიელი ფორვარდის ჯანლუკა სკამაკას ტრანსფერზე მუშაობა აქტიურად დაიწყო და ნეროვერდის წინადადება უკვე გაუმზადა.

Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, იუვენტუსი მზად არის სასუოლოს სკამაკას სანაცვლოდ 30 მილიონი ევრო შესთავაზოს, რასაც ბონუსების სახით მომავალში კიდევ 5 მილიონი დაემატება, თავად ფეხბურთელს კი წლიურად ხელფასის სახით 1.5 მილიონს შესთავაზებს.

სასუოლო თავის მხრივ სკამაკას 40 მილიონ ევროდ აფასებს და სხვა წინადადების განხილვას არც კი აპირებს…