Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იუვენტუსის პირველი წინადადება რომას…

იტალიური მედიის ცნობით, იუვენტუსი ნიკოლო ძანიოლოს ტრანსფერზე გააქტიურდა და რომას პირველი წინადადება უკვე გაუმზადა.

ტურინელები რამდენიმე კვირის განმავლობაში ანხელ დი მარიას ტრანსფერზე მუშაობდნენ, თუმცა არგენტინელისგან საბოლოო პასუხი ვერ მიიღეს, ამიტომ მის ალტერნატივებზე გადართვა გადაწყვიტეს და პრიორიტეტი სწორედ ძანიოლოა.

Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, იუვენტუსი რომას უესტონ მაკკენისა და არტუს შორის ერთ-ერთს, ასევე 25 მილიონ ევროს შესთავაზებს.

ორივე ფეხბურთელი გასულ კვირეებში რომას არაერთხელ დაუკავშირეს და წყაროს ცნობით, საბოლოო სიტყვას ჟოზე მოურინიო იტყვის…