Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

იუვენტუსის პრეზიდენტმა ლა ჯოიას მომავალზე ისაუბრა.

„ვიცი, რომ დიბალას წარმომადგენლებმა ჩვენი წინადადება უკვე მიიღეს, რომლის მიხედვითაც ის ევროპაში 20 ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელს შორის მოხვდება.

„ჩვენ მის პასუხს ველოდებით და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მან ეს პასუხი მოედანზე უნდა გაგვცეს. ჩვენ ყველას გვსურს, რომ ის ევროპის 5 საუკეთესო ფეხბურთელს შორის იყოს. ამ ეტაპზე პაულო იქ არ არის, მაგრამ ამის შესაძლებლობა ნამდვილად აქვს.“

Football Italia-ს ინფორმაციით, იუვენტუსმა დიბალას სეზონში სხვადასხვა ბონუსების ჩათვლით 10 მილიონი ევრო შესთავაზა.