Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იუვენტუსის პრიორიტეტული სამიზნე ვლაჰოვიჩი იქნება

იტალიური მედიის ინფორმაციით, მომდევნო სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში იუვენტუსის მთავარი სატრანსფერო სამიზნე დუშან ვლაჰოვიჩი იქნება.

კრიშტიანუ რონალდუს წასვლის შემდეგ, იუვენტუსი ცენტრ-ფორვარდის დამატებას ცდილობდა, მაგრამ იმის გამო, რომ პორტუგალიელმა თავისი გადაწყვეტილების შესახებ გუნდს სატრანსფერო ფანჯრის მიწურულს აცნობა, ტურინელებმა სათანადო შემცვლელის გაფორმება ვერ მოასწრეს.

Calciomercato-ს ინფორმაციით, მოიზე კინთან ერთად ალეგრის ტიპიური ცხრიანის გაფორმება სურდა და ბიანკონერის დირექტორებს ამ პოზიციაზე ფიორენტინას დუშან ვლაჰოვიჩის ხილვა სურდათ, მაგრამ ფიორენტინა სატრანსფერო ფანჯრის მიწურულს მის გაყიდვას არ აპირებდა.

წყაროს ცნობით, იუვე მის გაფორმებას ზამთარშიც შეეცდება, მაგრამ უფრო მოსალოდნელი 21 წლის ფორვარდის იუვეს მაისურით ხილვა მომდევნო ზაფხულს არის…