Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იუვენტუსის პრიორიტეტული სამიზნეები ზამთარში შეტევის გასაძლიერებლად

იუვენტუსი ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში შეტევის ხაზის გაძლიერებას აპირებს და ტურინულ გრანდს გასული კვირეების განმავლობაში იტალიურ მედიაში არაერთი ფორვარდის სახელი დაუკავშირეს.

მათ შორის ყველაზე ხშირად პიერ-ემერიკ ობამეიანგის და ანტონი მარსიალის სახელები სახელდებოდა, თუმცა TuttoJuve-ს ინფორმაციით, ბიანკონერი არც ერთი მათგანის ტრანსფერზე მუშაობას აღარ აპირებს.

როგორც ობამეიანგი, ასევე მარსიალი წლიურად ხელფასის სახით დაახლოებით 12-13 მილიონ ევროს იღებენ, იუვენტუსი კი უფრო იაფი ვარიანტის ძიებაშია, ხოლო ზაფხულში დუშან ვლაჰოვიჩის ტრანსფერზე მუშაობას გეგმავს.

წყაროს ცნობით, ბიანკონერი პსჟ-ს ფორვარდის მაურო იკარდის ან სასუოლოს იტალიელი შემტევის ჯანლუკა სკამაკას არენდით დამატებას შეეცდება, მათი შემდგომში გამოსყიდვის პერსპექტივით.