Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

იუვენტუსის სამიზნემ გადაწყვეტილება მიიღო

Calciomercato-ს ინფორმაციით, დავიდე ალაბამ, რომელიც იუვენტუსის ერთ-ერთი მთავარი სატრანსფერო სამიზნე იყო, გადაწყვეტილება მიიღო და კარიერას მადრიდის რეალში გააგრძელებს.

ავსტრიელ ფეხბურთელს ბაიერნთან კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს უმთავრდება და მისი გაფორმება უფასოდ არის შესაძლებელი, თუმცა როგორც ჩანს ამჯერად ტურინელები თავისუფალ აგენტს ვერ გადმოიბირებენ.

იუვენტუსის გარდა, ფეხბურთელის ტრანსფერზე პსჟ, ლივერპული და სხვა რამდენიმე გრანდი მუშაობდა, თუმცა ალაბამ რეალი აირჩია.

ერთადერთი, რის გამოც შეიძლება მისი რეალში ტრანსფერი ჩაიშალოს, ფეხბურთელის ხელფასია. 28 წლის ფეხბურთელი სეზონში 15 მილიონ ევროს ითხოვს და ჯერჯერობით უცნობია, მოინდომებს თუ არა ბლანკოსი ამ თანხის გადახდას.