Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იუვენტუსის სამიზნე არსენალს უახლოვდება

გასული თვეების განმავლობაში ლიონის ნახევარმცველი ჰუსემ აუარი იუვენტუსს არაერთხელ დაუკავშირეს და იტალიაში იწერებოდა, რომ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ბიანკონერი ფეხბურთელის ტრანსფერზე ბრძოლას აპირებდა.

თუმცა ტურინიდან პარატიჩის წასვლის და მაქს ალეგრის დაბრუნების შემდეგ, იუვენტუსი აუარის ტრანსფერზე აღარ აქტიურობს და როგორც ჩანს ახალგაზრდა ტალანატი კარიერას ინგლისში გააგრძელებს.

Le10Sport-ის ინფორმაციით, ლიონი ფეხბურთელს 25 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეელევა და მის ტრანსფერზე უკვე დიდი ხანია არსენალი მუშაობს, თუმცა მეთოფეებს კონკურენციას ფაბიო პარატიჩის ახალი გუნდი ტოტენჰემი უწევს.